საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1-3 ლარის ფარგლებში მოიმატა.
ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, დღეის მდგომარეობით, უმაღლესი 999 სინჯის ოქროს ფასი გრამზე 2.70 ლარით გაიზარდა. უმაღლესი ხარისხის ოქრო დღეს - 99.12 ლარი ღირს მაშინ, როცა 28 ნოემბერს მისი ღირებულება - 96.42 იყო.
ასევე გაიზარდა ფასები სხვა სინჯის ოქროზეც. კერძოდ, 375 სინჯის ოქრო 37.20 ლარი ღირს, როცა 28 ნოემბერს 36.16 ღირდა; 500 სინჯის - 49.61 ღირს, ნოემბერში კი მისი ფაქი 48.22 ლარი იყო; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი დღეს - 57.84 ლარია, ხოლო 28 ნოემბრის მდგომარეობით, 56.23 ლარი ღირდა. 750 სინჯის ოქროს ფასმა 72.33 -დან 74.41 ლარამდე გაიზარდა. 2.50 ლარით გაძვირდა 900 სინჯის ოქროც და მისი ფასი 86.80 ლარიდან 89.30 ლარამდე გაიზარდა.