ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის “BTU kids”-ის მსმენელებმა საკუთარი ბიზნესიდეების პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში მოეწყო.
პროექტ “BTU kids”-ის ფარგლებში 10-15 წლის მსმენელებმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლაში სწავლა სექტემბერში დაიწყეს. სადაც მათ სკოლის ტრენერებმა სხვადასხვა უნარები , მათ შორის ტექნოლოგიური უნარები განუვითარეს და ბიზნესისა და ტექნოლოგიის მიმართულებით ბაზისური ცოდნის დაუფლების საშუალება მისცეს.
„BTU kids“-ი არის უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ ბიზნესის საწყის საფეხურებს, როგორ შექმნან წარმატებული ბიზნესი და როგორ განახორციელონ ის რეალობაში, საკმაოდ კარგი იდეები მოუვიდათ ბავშვებს, ძირითადად ტექნოლოგიური. ჯამში 6 გუნდი მუშაობდა სტარტაპ იდეებზე“ - თამთა გველესიანი, „BTU kids“-ის ტრენერი.
პრეზენტაციას მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელიც ესწრებოდა, ოთარ ანთიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები რადგან ისინი ბავშვებს დიდ მოტივაციას აძლევენ და ეხმარებიან მათ ბიზნეს იდეების დახვეწაში.
“BTU kids“ - ის სტარტაპ სესიაზე მსმენელების მიერ წარმოდგენილი ბიზნესპრეზენტაციები სწორედ სწავლების პროცესში შემუშავდა, ყველაზე წარმატებულ ბიზნეს იდეის ავტორს კი უნივერსიტეტი მომავალში, იდეის განხორციელებაში გაუწევს კონსულტაციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი http://btu.edu.ge/