ცნობილი ბანკის JPMorgan Asset Management-ის საინვესტიციო დირექტორი ბობ მიშელი 2017 წლისთვის საკუთარ პროგნოზებს აკეთებს.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს ექვსჯერ გაზრდის
მიმდინარე წლის განმავლობაში აშშ-ის სარეზერვო სისტემამ მხოლოდ ორჯერ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი. მეორედ რამდენიმე კვირის წინ 0,75%-ით.
„აშშ-ის ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის 2%-ზე მაღლა ზრდის ფონზე ფედერალური ფონდების უარყოფით განაკვეთთან დაკავშირებით დისკომფორტის შეგრძნება უნდა გაჩნდეს. სინამდვილეში, გაისად საპროცენტო განაკვეთის ექვსჯერ გაზრდა ფედერალურ ფონდებზე ფედერალური სარეზერვო სისტემის საბაზისო განაკვეთის მაჩვენებელს ნულამდე დაიყვანს“, - აღნიშნავს მიშელი.
ნავთობზე ფასი 75 დოლარამდე გაიზრდება
JP Morgan-ის საინვესტიციო დირექტორის პროგნოზით, 2017 წელს ნავთობის ფასი 75 დოლარამდე გაიზრდება. მიშელი აღნიშნავს, რომ „მოთხოვნა ნავთობზე იზრდება მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებთ განვთარებად ბაზრებზე. ამას დამატებული ოპეკ-ის წევრი ქვეყნების მიერ მოპოვების შემცირება და პროგნოზი, რომ 2017 წელს ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 75 აშშ დოლარს შეადგენს საკმაოდ რეალურად გამოიყურება“.
ევრო დოლართან მიმართებაში 15%-ით გამყარდება
დღესდღეობით ევრო დოლართან მიმართებაში 13-წლიან მინიმუმზეა, თუმცა ბობ მიშელი თვლის, რომ ამ ვალუტას გააჩნია ზრდის პოტენციალი.
„ჯერ არ ვიცით, თუ როგორი იქნება ბრექსიტის გავლენა. თუმცა, ევრომ უკვე განიცადა მნიშვნელოვანი კორექტირება, რასაც მოწმობს ევროპული კორპორატიული შემოსავლები“.
განვითარებადი ქვეყნების სავალო ქარალდები საუკეთესო ინვესტიცია გახდება
რაც შეეხება განვითარებადი ქვეყნების სავალო ბაზრებს, „აშშ-ში უფრო ძლიერ ზრდამ დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს განვითარებად ბაზრებზე, ვინაიდან ეს გამოიწვევს მიწოდების გლობალურ ჯაჭვში სიჭარბეს მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია დარჩება უფრო ბალანსირებული და ნაკლებად პროტექციონისტური“.
10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლები 3,5%-ს მიაღწევს
2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლები 2,5%-ზე მეტად აიწია პირველად 2014 წლის შემდეგ. ეს ზრდა 2017 წელსაც შენარჩუნდება.