"ორი ნაბიჯის" რიგით 86-ე მაღაზია გაიხსნა

თბილისში "ორი ნაბიჯის" რიგით ოთხმოცდამეექვსე მაღაზია გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე „ორი ნაბიჯისა“ და „უნიქარდის“ ათი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გამოვლინდა, რომლებიც კომპანიებმა 550 ლარიანი ვაუჩერითა და სპეციალური სასაჩუქრე კალათებით დააჯილდოვეს. „ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე აქციებსა და სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელს ახალი წლისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს.

დეტალური ინფორმაციისთვის, „ბიზნესპრესნიუსი“ „ორი ნაბიჯის“ საოპერაციო დირექტორს ლელა უმფრიანს ესაუბრა.

„ორმა ნაბიჯმა“ საერთო ჯამში, რიგით ოთხმოცდამეექვსე, წლის განმავლობაში კი ოცდამეერთე მაღაზია გახსნა. მინდა, ჩვენს მომხმარებლებს ვაცნობო, რომ მომავალ წელსაც გავახარებთ მათ ახალი ფილიალების გახსნით. რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან გვექნება ურთიერთობა და შევქნით დამატებით სამუშაო ადგილებს.“-აღნიშნეს კომპანიაში.

„ორი ნაბიჯის“ მარკეტინგის სამსახურის ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელმა 2016 წელი შეაჯამა და პარტნიორ კომპანია „უნიქარდთან“ ერთად 10 ყველაზე აქტიური მომხმარებელი გამოავლინა.

„ორ ნაბიჯში 16 დეკემბერს დაიწყო ერთთვიანი აქცია, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება. ჩვენს მაღაზიათა ქსელში მომხმარებლებს სამასამდე, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე ვთავაზობთ ფასდაკლებებს. საახალწლოდ გვექნება განსაკუთრებული სასაჩუქრე კალათები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავზოგოთ ჩვენი მომხმარებლის დრო და ენერგია. ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც ოჯახში საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატარო. ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, სახლთან ახლოს, მართლაც ორ ნაბიჯში, ძალიან დაბალ ფასად შეიძინონ ყველა საჭირო პროდუქტი, რათა არ დასჭირდეთ სადმე შორს წასვლა და საცობში დგომა.“-განაცხადეს კომპანიაში.

„ორ ნაბიჯს“ რიგით ოთხმოცდამეექვსე მაღაზიის გახსნა მიულოცა „უნიქარდმაც“. კომპანიის საზოგადეოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანა კოშაძის თქმით, „ორი ნაბიჯი“ ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ძალიან სასიხარულო ამბავია, პირველ რიგში „უნიქარდი“ ულოცავს „ორ ნაბიჯს“ მორიგი, 86-ე ფილიალის გახსნას. ფაქტიურად, ამ მაღაზიათა ქსელმა უკვე მთელი თბილისი მოიცვა. ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ „ორი ნაბიჯი“ „უნიქარდის“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პარტნიორია.“-აღნიშნა ანა კოშაძემ.

მიმდინარე წლის განმავლობაში, „ორი ნაბიჯი“ სუპერმარკეტების ბაზარზე ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩევა.

2010 წლიდან მოყოლებული მაღაზიათა ქსელი, „ორი ნაბიჯი“ აქტიურად ვითარდება. ამ დროისთვის კომპანია თბილისის ყველა უბანშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის მისაღებ ფასად შეძენის შესაძლელობას სახლიდან პრაქტიკულად, ორ ნაბიჯზე აძლევს.

ქრისტინე გამთენაძე

(R)