რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და ამ ცხოველებისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, ამის მიზეზი დერმატიტია.
„საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან შემდეგი საქონლის შეტანაზე შეზღუდვები წესდება: ნოდულარული დერმატიტისადმი მგრძნობიარე საქონლის (მათ შორის მსხვილფეხა საქონლის), ამ დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლისგან მიღებული პროდუქტის, რომელიც არ არის სათანადოდ დამუშავებული“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, აკრძალვა ეხება გენეტიკურ მასალებს, გადაუმუშავებელი ტყავის ნედლეულს, რომლებიც მიღებულია ამ ვირუსით დაავადებული საქონლისგან, მათ შორის მსხვილფეხა საქონლისგან.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე