ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით სესხი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი სესხის ოდენობა იმ მომენტისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 100 000 ლარს აღემატება.შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. ცვლილებები შედის მთელ რიგ კანონებში, მათ შორის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“.
კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს გამყიდველის (მეწარმის) ვალდებულებას განვადებით ნასყიდობის დროს დაიცვას საპროცენტო განაკვეთებსა და საკომისიოებთან, ასევე პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით ამ კოდექსითვე დადგენილი მოთხოვნები.
ცვლილებების თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის (გარდა იპოთეკურისა) პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
კანონპროექტის თანახმად, წესდება სესხის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზედა ზღვარი. კერძოდ, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებელის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევითვის მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირის თანხის ორმაგ ოდენობას.
ასევე ცვლილებების მიხედვით, დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით. უცხოური ვალუტით ფულის სესხად გაცემა დასაშვები ხდება, თუ გასაცემი სესხის ოდენობა (მათ შორის სესხის თანხის უცხოური ვალუტის მიმართ ინდექსაციის შემთხვევაში) სესხის გაცემის მომანტისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვთ, 100 000 (ასი ათასს) ლარს აღემატება.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ფულის სესხად გაცემის დროს სესხის გამცემს ეკრძალება სესხის გაცემის დროს მომხმარებელს დააკისროს მიერ მიერ გაცემულ სესხებზე რეფინანსირების ან საკუთარი ან/და მესამე პირის მიერ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სახსრების დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო და/ან პირგასამტეხლო, ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წაინსწრებით დაფარვის საკომისიოს და/ან პირდასამტეხლოს, რომელიც აღემატება კრედიტის/სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ პუნქტისგან განსხვავებული განაკვეთები. იგივე პირობები ასევე განისაზღვრება საბანკო კრედიტებთან დაკავშირებით.
ამასთან, პროექტის თანახმად, მეწარმე სუბიექტს ეკრძალება ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით ფულადი სახსრების სესხება (ფულადი სახსრების მოზიდვა) თუ ნასესხები/მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. 100 000- ლარიანი შეზღუდვა არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტის მიერ 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისკან მოზიდულ სახსრებზე. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება კომრეციულ ბანკებზე, საკრედიტო კავშირებზე, საბროკერო კომპანიებზე და საჯარო შეთავაზების გზით ფასიანი ქაღალდების ემისიაზე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დღეისთვის, როცა სესხებზე ხელმისწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისთვის რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა საკუთარი ფინანსების მართვა. შედეგად საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახელობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა.
„განსაკუთარებით გამწვავდა ეს პრობლემა ბოლო წლებში, როცა ბაზარზე გამოჩნდნენ ე.წ.ონალაინ სესხების გამცემი კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ როგორც ჩვეულებრივი მეწარემეები რაიმე დამატებითი რეგულაციების გარეშე. მათ გააჩინეს მოთხოვნა ბაზარზე სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი (საბუთების წარდგენის გარეშე) ფინანსებთან დაკავშირებით. აგრესიული მარკეტინგისა და ადამიანის იმპულსური ფსიქოლოგიის კომბინაციის პირობებში ხშირად ადამიანები გადაწყვეტილებებს ისე იღებენ სესხის აღებაზე, რომ არც მათ რეალურ საჭიროებაზე ფიქრობენ და არც იმაზე, რამდენად შეძლებენ აღებული ფინანსური ტვირთის ზიდვას. როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, მსგავსი სესხის აღების მიზნობრიობა შეიძლება იყოს ნებისმიერი - საჭმელი, გართობა, ტანსაცმელი, სეხის გადაფარვა“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ხარჯები, გამოხატული საპროცენტო განაკვეთებში მაღალია და ზოგჯერ დაუფარავადაა მითითებული შესაბამის ვებგვერდზე, თუმცა მსესხებელს აღნიშნული ხარჯის აღქმა უჭირს, რადგან სესხის თანხა, როგორც წესი, ძალიან მცირეა და შესაბამისად, მცირე გამოდის საპროცენტო და საკომისიო ხარჯების მოცულობა აბსოლუტურ მნიშვნელობებაში.
„არც იმის აღქმა ხდება, რომ ეს ხარჯები ძალიან მოკლე ვადებში, მაქსიმუმ ერთ თვემდე პერიოდშია დასაბრუნებელი და სწორედ ამ მცდარი შეხედულებებიდან მომდინარეობს შემდეგი, არცთუ მცირე პრობლემები. აღებული თანხის დაბრუნება, როგორც წესი, არ ხდება პირველივე ვადაში და მომხმარებლები მის გადავადებას ახდენენ მრავალჯერადად, დამატებითი საკომისიოების ხარჯზე. შედეგად მომხმარებლის ხარჯები საკმაოდ მძიმდება და მას ყოველთვიურად აღებული თანხის 34-60%-ის გადახდა უწევს თანხისთვის, რომლის აღების მიზნობრიობა უკვე დიდი ხანია აღარ ახსოვს. ვადაგადაცილების შემთხვევაში ხარჯებს ემატება პირგასამტეხლოც - ის, როგორც წესი, ვადაგადაცილებული თანხის მინიმუმ 1%-ს შეადგენს დღეში. საბოლოო ჯამში, მსესხებლის მიერ კრედიტორისთვის გადახდილი თანხა, ან ვადაგადაცილებებისას მიმდინარე დავალიანება შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს თავდაპირველად აღებული სესხის თანხას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო-საკრედიტო ურთიერთობებში.