რუსთავის მომხმარებლების ნაწილისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა.სემეკმა დღევანდელ საჯარო სხდომაზე ტარიფების დადგენის საკითხი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილება შეეხოს გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. კერძოდ, გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 0.343 ლარი კუბურ მეტრზე, იგივე დარჩა. 0.111 ლარით მოიმატა გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ზღვრულმა ტარიფმა და ნაცვლად 1.754 ლარისა სულზე, გახდა 1.865 ლარი სულზე.
რაც შეეხება ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 2.284 ლარი კუბურ მეტრზე 0.441 ლარით გაიზარდა და გახდა 2.725 ლარი კუბურ მეტრზე.