თბილისში ელექტრომობილები პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ელექტრომობილები თბილისში პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.აღნიშნული ინიციტივა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და ეკო-პოლიტიკის კომისიამ უკვე დაამტკიცა.

როგორც ფრაქცია „დედაქალაქი“ იუწყება , ელექტრომობილების წახალისების ინიციატივას კომპანია „სითი პარკმა“ მხარი არ დაუჭირა, ამის მიუხედავად, საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე მაინც გავა.

„ელექტრომობილებისათვის დგომა-გაჩერების გადასახადის გაუქმება, ქალაქში ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ავტოპარკის განახლებას ემსახურება“, - აცხადებენ ფრაქციაში.

მათივე თქმით, თბილისში დაახლოებით 50-მდე ელექტრომობილია.