დღესდღეობით საქართველოში 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელი სტუდენტების მიერ განხორციელებული კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
”იმედი მაქვს, რომ შემდგომ წლებში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პირობებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მატერიალური, ცოდნის ექსპორტი, რომელიც საქართველოს უქმნის მეგობრებს, გარდა კონკრეტული სერვისების გაყიდვისა და ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უცხოელი სტუდენტები ქმნიან შიდა კონკურენციას. ბევრი მაგალითი გვაქვს თუ როგორ სწავლობენ ქართველი სტუდენტები უკეთესად შერეულ ჯგუფებში. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამით ”ისწავლე საქართველოში” შევძლებთ არა მხოლოდ მეტი მატერიალური, არამედ მეტი კონკურენცია შემოვიტანოთ სტუდენტებს შორის, რომლის შედეგიც იქნება მაღალი განათლება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.