ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ბაკურიანში ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გახსნეს.როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, გიორგი გახარია საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
„საქართველოს მასშტაბით რიგით მე-19 საინფორმაციო ცენტრი როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ტურისტებს მოემსახურება. ბაკურიანის საინფორმაციო ცენტრის სტუმრებს რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების და ტურისტული მარშრუტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. საინფორმაციო ცენტრი სტუმრებს ტურისტული ბროშურებითა და რუკებით უფასოდ მოემსახურება“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.