ბაზარზე ხურმის ჩირის ფასი გაორმაგდა

ადგილობრივ ბაზარზე ხურმის ჩირი გაძვირდა. წინასაახალწლოდ, ხურმის ჩირის ფასი 2-ჯერ არის გაზრილი და 10 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს. მოვაჭრეთა განცხადებით, ფასის ზრდა ხურმის ცუდმა მოსავალმა განაპირობა. მათივე თქმით ფასის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი მარტვილში დიდთოვლობა გახდა, საიდანაც ხურმის ჩირის ჩამოტანა გართულებულია.