ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა.ბენზინისა და დიზელის ფასმა 19 დეკემბრის შემდეგ კიდევ 4-5 თეთრით მოიმატა. ფასები გაზრდილია „ვისოლის“; „ლუკოილის“; „გალფისა“ და „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.
კერძოდ, დღეის მდგომარეობით „ვისოლის“ სადგურებზე - ეკო სუპერი 2.19 ლარი ღირს, მაშინ როცა 19 დეკემბერს მისი ფასი 2.14 იყო; ეკოპრემიუმის ფასმა 1.99-დან 2,04 ლარამდე მოიმატა; ეკო რეგულარის ფასი – 1.94 ლარია, 19 დეკემბერს კი 1.89 ლარი ღირდა; ეკო დიზელის ფასი კი 1.95 ლარიდან 2.00 ლარამდე გაიზარდა.
საწვავი ასევე გააძვირა „სოკარმაც“. ბენზინგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, სუპერის ბრენდის საწვავი – 2.19 ლარი ღირს, მაშინ როცა 2.14 ღირდა; პრემიუმის ფასი 1.99 ლარიდან 2,04 ლარამდე გაიზარდა; ევრო რეგულარის ფასმა 1.84-დან 1.89 ლარამდე; რეგულარის ფასმა 1.79 ლარიდან 1.84 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება დიზელს, ევრო დიზელის ფასი დღეს 1.90 ლარია, დიზელი კი 1.72 ლარი ღირს.
19 დეკემბრის შემდეგ 5 თეთრით გაძვირდა საწვავი „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, ევრო სუპერი დღეის მდგომარეობით, 1.99 ლარი ღირს, მაშინ როცა 19 დეკემბერს მისი ფასი 1.94 ლარი იყო; 1.84 ლარიდან 1.89-მდე გაძვირდა პრემიუმ ავანგარდიც; 5 თეთრით მოიმატა ევრო რეგულარის ფასმაც და 1.64-დან 1.69 ლარამდე გაძვირდა, ევრო დიზელის ფასი კი 19 დეკემბრის შემდეგ 1.69 ლარიდან 1.79-მდე გაიზარდა.
ფასებმა მოიმატა „გალფის“ სადგურებზეც. G-Force პრემიუმი 2.04 ლარი ღირს, მაშინ როცა 19 დეკემბერს 1.99 ღირდა; G-Force ევრო რეგულარის ფასმა 1.89-დან 1.94 ლარამდე მოიმატა; რეგულარის ფასი 1.79 ლარი იყო, დღეს კი 1.84 ღირს; ევრო დიზელის ფასი 1.95 ლარიდან 1.99-მდე გაიზარდა, ხოლო დიზელი 19 დეკემბერს 1.79 ლარი ღირდა და დღეს, 1.84 ლარი ღირს.
ფასები უცვლელია „რომპეტროლში“, სადაც სუპერი – 2.16 ლარი; ევრო პრემიუმი – 1.98; ევრო რეგულარი – 1.76 ლარი ღირს; efix ევრო დიზელის ფასი – 1.96 ლარი; ხოლო ევრო დიზელის საფასური – 1.76-ია.