”გაზპრომის” გაზის წილმა შორეული უცხოეთის ქვეყნების ბალანსში 2016 წელს 33,5% შეადგინა. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 31% შეადგენდა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
”გაზპრომის” გაზის წილი იზრდება და ევროპაში მოხმარებადი გაზის თითქმის ერთი მესამედი შეადგინა, - ამის შესახებ შპს ”გაზპრომ-ექსპორტის” დეკემბრის კორპორატიულ ბიულეტენში Blue Fuel-შია ნათქვამი.
”ინტერფაქსის” მონაცემებით, 2016 წელს ”გაზპრომი” შორეული უცხოეთის ქვეყნებს 179 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 159,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
Interfax Global Energy-ს ანალიტიკოსებით თქმით, 2016 წელს ევროპაში გაზის მოხმარება 469-დან 488 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო თურქეთში - 47,8 მილიარდი კუბური მეტრიდან 45,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება.
ამავდროულად, თუკი ევროპული ბაზარი 4-5%-ით გაიზარდა, ”გაზპრომის” გაზის მიწოდება უფრო მეტად - 13%-ით გაიზარდა.
2015 წელს დაფიქსირებულ 31%-ს ”გაზპრომში” არნახული ისტორიული მიღწევა უწოდეს.
„ გაზის ევროპულ ბაზარზე წილის მაქსიმალურ ისტორიულ დონეს მივაღწიეთ - 31%-ს . ეს წილი კიდევ იზრდება და ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ექსპორტის მოცულობის ზრდა ამის ნათელი დასტურია”, - აღნიშნა გასულ წელს ”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.