გამოცემა Engadget-მა მიმდინარე წლის ყველაზე ცუდი გაჯეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სმარტფონი Samsung Galaxy Note 7, რომელსაც ელემენტთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა, წლის ყველაზე ცუდი გაჯეტების სიაში აღმოჩნდა.
რეიტინგში ასევე მოხვდა ლეპტოპი Lenovo Yoga Book, რომლის სენსორულ კლავიატურაზე ბეჭდვა თითქმის შეუძლებელია. ასევე ”ძალიან ძვირი” ”ჭკვიანი” საათი Tag Heuer Connected.
წლის ყველაზე ცუდ გაჯეტებს შორის დასახელდა ”ჭკვიანი” ყურსასმენები Vinci, Snapchat-ის მესენჯერის ”რასისტული” ფილტრები, დრონი GoPro Karma, რომელმაც ბაზარზე მხოლოდ 16 დღე გაძლო, iPhone 7-ის ყურსასმენების გადამყვანი და ”მხოლოდ სათაურის მიხედვით” ფლაგმანური სმარტფონი Sony Xperia X Performance.