თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა

თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა.ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წლის მუშაობა შეაჯამა.

მერის განცხადებით, თბილისის ზღვისგანაშენიანების გენერალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ აღნიშნულ გეგმას საზოგადოებას და ბიზნესწრეებს წარუდგენს.

„საახალწლო ღონისძიებების დასრულების შემდეგ თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმას საზოგადოებას და ბიზნესწრეებს წარვუდგენთ, რათა თითოეულმა მათგანმა იპოვოს თავისი როლი და შესაძლებლობა თბილისის ზღვის გარშემო. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო განვითარების პროექტი. სწორი განვითარება ამ ადგილს განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს მისი რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.