საჩუქრები ბათუმში „საახალწლო ეზო“- ს სტუმრებს

თუკი ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში დასვენება, ვახშამი, მასაჟი ან სპა მომსახურების მიღება გინდა, აიღე „საახალწლო ეზოს პასპორტი“ ევროპის მოედანზე და ჩაერთე საახალწლო გათამაშებაში.1-2 იანვარს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე გათამაშდება კურორტ „გოდერძი“-ს ორკაციანი საგზური, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებისა და რესტორნების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც საახალწლო ეზოს პასპორტს ევროპის მოედანზე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ჯიხურში წარადგენს ან არ ქონის შემთხვევაში პასპორტს ჯიხურშივე აიღებს.

„საახალწლო ეზოს პასპორტი“ არის ერთგვარი ბილეთი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მოიგოს სხვადასხვა პრიზი და ასევე მიიღოს საჩუქრად გლინტვეინი, ჩაი და ყავა 1-2 იანვარს. ამისთვის კი საჭიროა, ევროპის მოედანზე მსურველებმა 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გადაიღონ ფოტო, ვიდეო, გიფი და განათავსონ საკუთარ facebook გვერდზე ჰეშტეგით #გარეთკაია. აღნიშნული აქტივობისთვის ისინი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლისგან საახალწლო ეზოს პასპორტში მიიღებენ ბეჭედს, თითოეული ბეჭედი კი თითო ჭიქა უფასო გლიტვეინს, ყავასა და ჩაის გულისხმობს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პიარაქციაში, რადგან #გარეთკაია,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსი ქეთევან დოჭვირი.

25 დეკემბრიდან, ევროპის მოედანზე საახალწლო ეზო ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. საბავშვო გასართობი ღონისძიებებით, კონცერტებით, საახალწლო დეკორაციებითა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხით დამშვენებულ მოედანზე დადებითი საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა, თუმცა წინაა 31 დეკემბრისა და 1-2 იანვრის მთავარი კონცერტები. ახალ წელს ბათუმი ქართველი ვარკვლავების გალა კონცერტით ხვდება. 1-2 იანვრის საკონცერტო პროგრამა კი გართობისა და დადებითი საახალწლო განწყობის შექმნას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რადგან ევროპის მოედანი საჩუქრების, პრიზებისა და კარგი მუსიკის ეპიცენტრად გადაიქცევა. საახალწლო ღონისძიებების პროგრამა განთავსებულია საიტზე garetkaia.ge

გასათამაშებელი პრიზები:

1 იანვარი -18:00- ევროპის მოედანი

1. კაფე Rennes - ვახშამი 2 ადამიანზე

2. რესტორანი „პელიონი“ - ვახშამი 2 ადამიანზე

3. კასტელო მარე - 1 დღიანი სპა მომსახურება 2 ადამიანზე

4. სასტუმრო რედისონ ბლუ - მასაჟის ვაუჩერი 1 ადამიანზე

5. სასტუმრო ინტურისტ პალასი და ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“ – 1 ღამე განთავსება საუზმით და სპა მომსახურებით 2 ადამიანზე

6. სასტუმრო „Euphoria“ – 2 ღამე საუზმით 2 ადამიანზე

7. 2 კაციანი საგზური კურორტ გოდერძიზე 2 ღამით ( კვებით , ტრანსპორტით, სათხილამურო აღჭურვილობით)

2 იანვარი - 18:00 - ევროპის მოედანი

1. რესტორანი ფესვები - ვახშამი 2 ადამიანზე

2. რესტორანი „ტერასა ასკანელი“ - ვახშამი 2 ადამიანზე (100 ლარიანი ვაუჩერი)

3. სასტუმრო რედისონ ბლუ - ვახშამი 2 ადამიანზე რესტორამ „ეთიმ“-ში, 1 დღიანი სპა მომსახურება 2 ადამიანზე

4. სასტუმრო Divan Suites Batumi - 1 დღიანი სპა მომსახურება და ვახშამი 2 ადამიანზე

5. სასტუმრო კოლიზეუმ მარინა - ორაგილიანი ნომერი საუზმით 1 ღამე

6. კასტელო მარე - 1 დღიანი სპა მომსახურება 2 ადამიანზე .

7. 2 კაციანი საგზური კურორტ გოდერძიზე 2 ღამით ( კვებით , ტრანსპორტით, სათხილამურო აღჭურვილობით)