აქციზის გადასახადი ავტომობილებზე

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

ავტოიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოს ავტოპარკის 80%ზე მეტს ძველი (კერძოდ 10 წელს ზემოთ), მეორადი ავტომობილები წარმოადგენს, რომელებიც ეკოლოგიისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. პარლამენტში ავტოპარკის განახლებისა და გაუმჯობესების მიზნით, აქციზის გადასახადის გაზრდაზე და კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე უკვე იმსჯელეს, თუმცა ქვემოთ მოცემული სქემის თანახმად, ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი თითქმის არ გაზრდილა.bpn

მოცემულ სქემაში ჩანს, რომ 1 წლის და 12 წლის ავტომობილებზე ერთნაირი აქციზის გადასახადია, რაც გამორიცხავს ავტოპარკის განახლების მცდელობას. აქციზის გადასახადის მიხედვით ხდება ძველი ავტომობილების შეძენის წახალისება, რაც სავალალოა ქვეყნის ეკოლოგიისთვის.

ავტოიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ახალი აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე ვერ უზრუნველყოფს ავტოპარკის განახლებას. ეს ყველაფერი კი უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ეკოლოგიაზე, ასევე საგზაო უსაფრთხოების ნორმებზე. გარემოს დაცვითი ექსპერტი კახა ბახტაძე მიიჩნევს, რომ დაძველებული ავტოპარკის განახლება არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი, არამედ მათი უსაფრთხოდ გადაადგილებისთვისაც. მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომობილების სიმრავლე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზადაც სახელდება.

ავტომობილებზე აქციზი და სხვა გადასახადების მაღალი განაკვეთები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დაწესებული. მაგალითად უკრაინაში, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ავტომობილის იმპორტის დროს აქციზის გადასახადის გარდა, საჭიროა შემდეგი გადასახადების გადახდა:

• საბაჟო გადასახადი -10%;

• დღგ- 20%

• საპენსიო ფონდის პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ავტომობილის ღირებულებით

ავტოიმპორტიორთა კავშირის ცნობით, ეს ყველაფერი საქართველოში მოქმედ გადასახადზე საშუალოდ სამჯერ მეტია.

ბელარუსში 0-3 წლამდე ავტომობილზე საბაჟო გადასახადი 48-54%-მდე მერყეობს. 3-5 წლამდე ავტომობილზე აქციზის გადასახადს კუბატურა განსაზღვრავს, ხოლო 5 წელს ზემოთ ავტომობილზე გაორმაგებული სააქციზო ტარიფია.

მოლდოვაში ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი განისაზღვრება წლებისა და კუბატურის მიხედვით. ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია 7 წელს ზემოთ ავტომობილის იმპორტი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მოლდოვაში სააქციზო განაკვეთი.

bpn