მიმდინარე წელს კინოინდუსტრიისთვის ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანოსნი წლის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი აღმოჩნდა.
"სიენენის" ინფორმაციით, მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 1.2 მილიარდი დოლარი მოაგროვეს. ეს წარმატება დიდწილად განპირობებულია სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით სუპერგმირულ ფილმებში ”მარველის” სამყაროდან. ფილმმა ”კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი” მსოფლიო გაქირავებაში 1.2 მილიარდი დოლარი მოიპოვა, ხოლო ფილმმა ”ჰაილ, კეისარი” 63 მილიონი დოლარი.
მეორე და მესამე პოზიციები მსახიობებს - კრის ევანსსა და რობერტ დაუნი-უმცროსს ერგოთ, რომლებიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ”სამოქალაქო ომში”. ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების რეიტინგში ასევე მოხვდა მარგო რობი ფილმებით ”თვითმკვლელთა რაზმი” (შემოსავალი: 745 მილიონი დოლარი) და ”ტარზანი” (შემოსავალი: 357 მილიონი დოლარი).
მეხუთე ადგილზეა ემი ადამსი, რომლის მონაწილეობით ფილმების შემოსავალმა 1,04 მილიარდ დოლარს მიაღწია.
რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ბენ აფლეკი და ჰენრი კეილი, რომლებმც ბეტმენი და სუპერმენი განასახიერეს, რაიონ რეინოლდში ფილმით "დედპული", რომელმაც მსოფლიო გაქირავებაში 783 მილიონი დოლარი მოიპოვა, ფელისიტი ჯონსი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ”ვარსკვლავური ომების” სიპნოფში ”განდეგილი”. ფილმის შემოსავლები ამჟამად 615 მილიონ დოლარს უტოლდება და აგრძელებს ზრდას.