”საქართველოს ბანკი” და ექსპრეს ბანკი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, 2017 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. სამშაბათს, 3 იანვარს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.
მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს ”საქართველოს ბანკის” სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
3 იანვრიდან “საქართველოს ბანკის” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.