სემეკმა „ქართლის ქარის ელექტროსადგურსა“ და „დარიალ ჰესზე“ ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა.

როგორც სემეკი იუწყება, „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ განთავსებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, დადგმული სიმძლავრეა - 20,7 მგვტ. შედგება 6 აგრეგატისგან და თითოეულის სიმძლავრეა - 3.45 მვტ. წლიური საპროგნოზო გამომუშავება 88 მლნ.კვტსთ-ს შეადგენს.

ამავე სხდომაზე, გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია სს „დარიალ ენერჯის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურ „დარიალ ჰესზე“. „დარიალ ჰესის“ საპროექტო სომძლავრეა 108 მგვტ. შედგება 3 აგრეგატისგან. საპროექტო წლიური გამომუშავება 510 მლნ.კვტსთ-ს შეადგენს.