ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე.