2016 წლის ყველაზე ძვირადღირებული (ძვირად გაყიდული) წიგნი ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100-ზე მეტი წლის წინ დაწერილი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი - businessinsider.com წიგნების ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე - AbeBooks-ზე დაყრდნობით აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, კეროლის წიგნი AbeBooks-ზე 36 000 დოლარად გაიყიდა.
23 - „მხარგაშლილი ატლანტი“ (Atlas Shrugged) - რუსეთში დაბადებული ალისა როზენბაუმი, იგივე აინ რენდის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელიც 8 500 დოლარად გაიყიდა. წიგნი, რომელზეც მწერალი თითქმის 10 წელი მუშაობდა, 1957 წელს გამოიცა.
22 - „ალქაჯების ურო“ (Malleus Maleficarum) - რომელიც ინკვიზიტორებმა იაკობ შპრენგერმა და ჰეინრიხ კრამერმა გამოსცეს. მისი ღირებულება 8 806 დოლარი იყო. წიგნში აღწერილი იყო ხალხში გავრცელებული გამოგონილი ამბები ალქაჯებზე. ის შეიცავდა თეოლოგიურ და იურიდიულ არგუმენტებს ჯადოქრების წინააღმდეგ და მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამოეცნოთ და გაენადგურებინათ ისინი. «მსოფლიო ლიტერატურაში „ალქაჯების ურო“ ყველაზე საშინელ და მავნე წიგნად იქნა შერაცხილი».
21 - „ბრიტანეთის უწყებანი“ (The British Gazette (issues 1-8) - გაზეთი, რომელიც 1926 წლის საყოველთაო გაფიცვის პერიოდში მთავრობის მიერ გამოიცემოდა. მისი ფასი AbeBooks-ზე 9 825 დოლარი იყო.
20 - „ვინი პუჰი“ (Winnie the Pooh) -
ალან მილნის წიგნი, რომელიც 1926 წელს გამოიცა. მისი ფასი საიტზე 11 851 დოლარია.19 - Down the Fairway: The Golf Life and Play - წიგნი, რომლის ღირებულებაც 12 348 დოლარი იყო. წიგნში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეგოლფის ისტორიაა მოთხრობილი.
18 - ამერიკელი პოეტი ქალის ემილი დიკინსონის ლექსების კრებული - რომლის ფასიც AbeBooks-ის მიხედვით, 12 500 ამერიკული დოლარი იყო.
17 - უინსტონ ჩერჩილის ავტობიოგრაფიული წერილი, რომელიც მას შემდეგ დაიწერა, რაც სილამაზით ცნობილმა მიურიელ უილსონმა ქორწინებაზე უარი უთხრა. მისი ღირებულება 12 500 დოლარი იყო.
16 - ინგლისელ-ამერიკელი მათემატიკოსის, ფილოსოფოსის ალფრედ ნორდ უაიტჰედის მათემატიკური ჩანაწერები, რომელიც 12 500 დოლარად გაიყიდა.
15 - ნიდერლანდელი მხატვრის იან ვან გოიენის ნახატი - ფერმა აგარაკზე - რომელიც 13 107 დოლარად გაიყიდა.
14 - „ტროილოსი და ქრისიდა“ ინგლისელი პროზაიკოსის, პოეტის, ფილოსოფოსისა და დიპლომატის ჯეფრი ჩოსერის პოემა. წიგნი 14 136 დოლარად გაიყიდა.
13 - ესპანელი მხატვრის, სკულპტორის და კერამისტის ჯოან მიროს ლითოგრაფიები - ნამუშევართა კრებული 2016 წელს AbeBooks-ზე 14 376 დოლარად გაიყიდა.
12 - „ვილვეტის კურდღელი“ - მარჯერი უილიამსის წიგნი, რომელიც მიმდინარე წელს 14 500 დოლარად გაიყიდა.
11 - ამერიკელი მწერლის სკოტ ფიტცჯერალდის პირველი გამოცემების კრებული, რომელიც 15 096 დოლარად გაიყიდა.
10 - „ნუ მოკლავ ჯაფარას“ - ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის წიგნი, რომელიც წიგნების ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე 16 000 დოლარად გაიყიდა.
9 - „მთელი სავსე მტვერი“ - ბრიტანელი მწერლის ივლინ არტურ სენტ ჯონ ვოს წიგნი, რომელიც 16 450 დოლარად გაიყიდა.
8 - 1908 წელს გამოცემული ოსკარ უაილდის ლიტერატურული ნამუშევრების კრებული, რომლის ფასიც 16 500 დოლარი იყო.
7 - ამერიკელი მწერლის, მსახიობის, ანიმატორის თეოდორ სეუს გეისელის ნახატი -„მწვანე კვერცხები და ლორი“ - რომელიც 17 832 დოლარად გაიყიდა.
6 - პარიზში მხატვრების მიერ ჩამოყალიბებული არაფორმალური გაერთიანების მიერ 1932-1936 წლებში გამოქვეყნებული აბსტრაქციები, რომელიც 19 300 დოლარად გაიყიდა.
5 - ფრანგული წიგნი ჩინეთზე - „ჩინეთის გეოგრაფიული და პოლიტიკური ისტორია“, რომელიც 19 770 დოლარად გაიყიდა.
4 - ბრიტანელი მწერლისა და პუბლიცისტის ჰერბერტ უელსის ნაშრომები, რომელიც 1924-1927 წლებში გამოიცა. მისი ღირებულება 20 792 დოლარი იყო.
3 - ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედების“ პირველი გამოცემა, რომლის ღირებულებაც 25 000 დოლარი იყო.
2 - Selectarum Stirpium Americanorum Historia – რომლის ღირებულებაც 25 679 დოლარი იყო.
1 - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - Abe Book-ზე 2016 წელს ყველაზე ძვირად - 36 000 დოლარად გაიყიდა.