ზურაბ ალავიძე - შეიქმნება ახალი კურორტები, რომლებიც ოთხივე სეზონზე იქნება გათვლილი

შეიქმნება ახალი კურორტები და ეს კურორტები იქნება ოთხივე სეზონზე გათვლილი“ , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ალავიძის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მოხდეს ქვეყნის ახალი გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მოწყობა.

„როდესაც სივრცით მოწყობაზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, თუ რა არის ეს სივრცითი მოწყობა. სივრცითი მოწყობა არის კონკრეტული და სწორი ხედვა, კონცეფცია, იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის სწრაფი განვითარება. ეს არის ზუსტი ხედვა, რომ მოხდეს ახალი გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური მოწყობა ჩვენი ქვეყნის. სივრცითი მოწყობაა, რომ ახალი შესაძლებლობებით შევქმნათ ქვეყნის გარეპოზიციონირება როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. შეიქმნება ახალი კურორტები და ეს კურორტები იქნება ოთხივე სეზონზე გათვლილი. გუდაური და ბაკურიანი სრულებით ახალ ფუნქციებს იძენს. აბსოლუტურად ყველა პროექტი ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, ეს შეეხება, როგორც ძალიან პატარა, ასევე უმსხვილეს პროექტებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.