თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა.
„შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მაჩვენებლებში. ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებელმა კი 832.4 მლნ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.