1 იანვრიდან ჩინეთში ქვეყნის მოქალაქეების მიერ უცხოური ვალუტის შეძენაზე კონტროლი გამკაცრდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, იუანის გადახურდავების მსურველებმა დამატებითი ინფორმაცია უნდა წარადგინონ საკუთარ თავსა და გადასახადი თანხის წარმომავლობაზე. ახალი ცვლილებების მიზანია ქვეყნის გარეთ გასული კაპიტალის ნაკადის შემცირება.
2015 წელს ჩინეთიდან გასულმა კაპიტალმა დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ახალი ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი დარჩა ვალუტის გადასახურდავებელი წლიური კვოტა - 50 ათასი დოლარის ოდენობით.