3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6478 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.1 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4 იანვრისთვის 2.7553 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.87 თეთრი შეადგინა.
ასევე ევროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 4 იანვრისთვის 0.7378 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7504 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0..0126 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 4 იანვრისთვის 3.2549 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.003 თეთრი შეადგინა.