ამერიკელ მარკეტოლოგთა 36%-სთვის ინტერნეტ რეკლამაში ინვესტირება 2017 წლის პრიორიტეტია

ინტერნეტ რეკლამა და მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები ამერიკელმა მარკეტოლოგებმა 2017 წლის ინვესტიციების მთავარ სფეროებად დაასახელეს.

კომპანია Autopilot-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს მარკეტოლოგთა 30% ინტერნეტ რეკლამაში ინვესტირებას გეგმავს, 30% კი მომხმარებელზე მიმართულ ღონისძიებებში. რაც შეეხება ინვესტირებისთვის სხვა პრიორიტეტულ სფეროებს, მარკეტოლოგთა 26%-ის განცხადებით, 2017 წელს ინვესტირებას e-mail მარკეტინგში გეგმავს, 26% - სოციალურ მედიაში, 24% - კონტენტის შემუშავებაში, 24% კი სამომხმარებლო ლოიალობაში.

2017 წლის მთავარ პრიორიტეტებს შორის ამერიკელმა მარკეტოლოგებმა ბრენდის ცნობადობის ზრდა დაასახელეს.

კვლევაში მონაწილეობა 505-მა მარკეტოლოგმა მიიღო, რომლებიც აშშ-ში საქმიანობენ.

bpn