ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford მექსიკაში ავტომობილების ქარხანას აღარ ააშენებს. კომპანიამ 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი უკვე შეაჩერა. მექსიკის ნაცვლად, „ფორდი“ აშშ-ის შტატ მიჩიგანში არსებულ საკუთარ ქარხანაში ოპერაციებს გააფართოებს.
ამერიკული საავტომობილო გიგანტი 700 მილიონ დოლარს დახარჯავს ქარხნის გაფართოვებაზე. Ford-ის ხელმძღვანელის მარკ ფილდსის განცხადებით, კომპანიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ მიღებულია პატარა მანქანების გაყიდვის შემცირებით, ნაწილობრივ კი დონალდ ტრამპის პოლიტიკით არის გამოწვეული. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა როგორც Ford-ი, ასევე მისი კონკურენტი General Motors-ი მექსიკაში წარმოების გადატანის გამო.