რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს ახალი სერვისით სარგებლობა 8 იანვრიდან უფასოდ შეეძლება. ”ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. ტერიტორიაზე განთსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. მომხმარებელს ავტო დიაგნოსტიკას ადგილზე შესთავაზებს „თეგეტა მოტორსი“ - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციაში.
რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.
საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულა. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა.