პროკურორები ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. “ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე დღევანდელი სასამართლო განხილვის გაგრძელებას საავადმყოფოში ითხოვენ.
აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორებმა მოსამართლის წინაშე დააყენეს. როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში, ბრალდების მხარემ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომ გაერკვია, რამდენად შესაძლებელია პროცესების სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება.
”დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგენთ ცნობას თოდუას კლინიკიდან და ვშუამდგომლობთ, რომ მოხდეს სასამართლო პროცესის გაგრძელება სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან იქ შესაძლებელია ყველა იმ პროცესუალური ნორმის დაცვა, რაც შეეფერება სასამართლო პროცესების ჩატარებას”, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.