რომელი ქვეყნის მაცხოვრებლები მოიხმარენ მარიხუანას ყველაზე ხშირად

კანაფის ლეგალური სტატუსი მსოფლიოს მასშტაბით პერმანენტულად იცვლება - სამედიცინო და რეკრეაციული გამოყენების მიზნით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს. მარიხუანას ინდუსტრია ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმავლობის პროცესშია - კოლორადოს შტატის საერთო შემოსავალმა, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია, 2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, 72,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

მარიხუანას დეკრიმილნალიზაცია და ზოგ შემთხვევაში ლეგალიზაცია დიდწილად სამეცნიერო კვლევებმა განაპირობა, რომლის დროსაც, ამ ნაროტიკული საშუალების პოტენციური სარგებელი გამოვლინდა.

თუმცა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მარიხუანას მოხმარება 5 წლით პატიმრობის საფუძველი შეიძლება, გახდეს. მაგრამ საგულისხმოა, რომ ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას, მომხრეები პარლამენტში, მათ შორის, ლეიბორისტულ პარტიაშიც ჰყავს.

ევროპაში მარიხუანას მოხმარებით საფრანგეთი (11%), ესპანეთი (9,2 %) და იტალია (9%) გამოირჩევიან. აკრძალვის მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში ამ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა რაოდენობა მაინც მაღალია და 6,2%-ს აღწევს, მსგავსი მონაცემებია ნიდერლანდებსა და ჩეხეთშიც. უფრო აღმოსავლეთით კანაბისის მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად მცირდება - რუმინეთში, ბელორუსსა და უნგრეთში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მარიხუანას ყველაზე მეტი მომხმარებელი ისლანდიაში ჰყავს.

აქ მოსახლეობის 18% ამ ნარკოტიკული საშუალების მომხრედ შეიძლება ჩაითვალოს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მარიხუანას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკის კონტინენტს, მხოლოდ ჩილესა და ურუგვაის აქვს მაღალი მაჩვენებელი.

აფრიკაში მხოლოდ ორ ქვეყანაში - ნიგერიასა და ზამბიაში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მაღალი მაჩვენებელი. აზიის კონტინენტზე მონაცემთა სიმწირესთან გვაქვს საქმე, არსებული მონაცემებით, რუსეთი ლიდერობს.

წყარო ALLNEWS.GE