საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შეუძლიათ იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6.
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა: შერვაშიძის ქ. N53 – 160 ბინა; აღმაშენებლის ქ. N12 – 184 ბინა;
ერისთავის ქ. N7 – 43 ბინა.