აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მედიის ცნობით, მამუკა ბერძენიშვილმა ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ მას სხვა თანამდებობას სთავაზობდნენ.
ვინ მოიაზრება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე, აჭარის მთავრობაში ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.