კომპანია Samsung-მა წელი Galaxy A-ს ხაზის პრეზენტაციით დაიწყო. ყველა ახალი მოდელი - Galaxy А3 (4,7 ინჩი), Galaxy A5 (5,2 ინჩი) და Galaxy A7 (5,7 ინჩი) - თითქმის მთლიანად იმეორებს სმარტფონ Galaxy S7-ის დიზაინს: ლითონის კორპუსი 2,5D-შუშიანი ორმხრივი ჩამატებით. კონკურენტებთან ახალი მოდელების ძირითადი უპირატესობა - წყლისა და მტვერისგან დაცვაა. მათი ხმარება დიდი ხნის მანძილზე არამხოლოდ წვიმის ქვეშ, არამედ წყალში 1 მეტრის სიღრმეზეც შეიძლება.
ახალ მოდელებს ”ყოველთვის აქტიური ეკრანიც” შემორჩათ. სამივე ახალ მოდელში ორი SIM-ბარათისა და microSD-ს გამოყენება ერთდროულად შეიძლება.
Samsung-ის ახალი სმარტფონები უნივერსალური USB Type-C-ით არის აღჭურვილი, რომელშიც სადენის შეერთება ნებისმიერი მხრიდან შეიძლება.
სამივე მოდელს Samsung Pay-ს სერვისი აქვს, რაც სმარტფონის საშუალებით გადახდას თითქმის ყველგან ამარტივებს.