დოლარის კურსი მკვეთრად გამყარდება, თუ დონალდ ტრამპი 1980 წლის შემდეგ პირველად აშშ-ის ეკონომიკის ყველაზე დიდი სტიმულირების პროგრამის განხორციელებას შეძლებს.
ამერიკული საბანკო ჯგუფის Citigroup-ის სავალუტო სტრატეგის სტივენ ენგლანდერის პროგნოზით, ამ პროგრამის დიდი ნაწილის განხორციელების შემთხვევაში, დოლარი ევროსთან და იენთან მიმართებაში 10%-ით გამყარდება.
„ჩვენ დოლარის კურსის მკვეთრი ზრდის მოწმენი გავხდებით. ეს პროგრამა იქნება უდიდესი ფისკალური შოკი რეიგანის პერიოდის შემდეგ“, - აღნიშნა ენგლანდერმა.
მისი ვარაუდით, დოლარის ფასი ევროსთან მიმართებაში 90 ცენტით მოიმატებს, იენთან მიმართებაში კი 130 ცენტით.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაახმაურა, აშშ-ის სატრანსპორტო ინფრაქსტრუქტურაში 550 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დოლარი მსოფლიოს 10 ძირითად ვალუტასთან მიმართებაში 5%-ით გამყარდა.