პეკინში ეკოლოგიური პოლიცია შექმნეს

პეკინში ეკოლოგიური პოლიცია შექმნეს, რომელიც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების წინააღმდეგ ბრძოლით იქნება დაკავებული.

ჩინეთის დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის ცაი ცის განცხადებით, ეკოლოგიური პოლიცია ვალდებული იქნება ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა წყაროები გამოავლინოს, მათ შორის ნაგვის არასანქცირებული დაწვა და საგზო მტვერის არაკონტროლირებადი წყაროები.

გარდა ამისა, გაზაფხულში პეკინში დახურავენ ქვანახშირის ერთადერთ ელექტროსადგურს. ასევე დახურავენ სხვა საწარმოებს.

პეკინში ჰაერის დაბინძურება იმდენად მაღალია, რომ ქალაქის მცხოვრებლები ზოგჯერ რამდენიმე დღე გარეთ არ გამოდიან. პეკინის ქუჩებში ასევე ხშირად შეხვდებით ნიღბებით მოსიარულეებს, რომლებიც ამ გზით იცავენ თავს ჰაერის დაბინძურებისგან.