„მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა და ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა ის სამი მთავარი უნარი დაასახელა, რომელიც მისი აზრით, დასაქმების ბაზარზე მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
ბილ გეითსის თქმით, მის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში დასაქმების ბაზარზე ყველაზე წარმატებული იქნებიან ის ადამიანები, ვისაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ეკონომიკის სფეროში აქვთ განათლება.
”ლინკდინის” აღმასრულებელ რედაქტორ დენიელ როთთან საუბრისას გეითსმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა, მათემატიკური უნარები და ეკონომიკის ცოდნა მომავალში ყველაზე მოთხოვნადი კარიერული უნარები იქნება.
რამდენიმე თვის წინ ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახალი სუფთა ენერგიის საწარმოების შესაქმნელად. გეითსის მეთაურობით ინვესტორთა ჯგუფი, რომელთა საერთო ქონება 170 მილიარდი დოლარია, ამ ინიციატივის განხორციალებაზე იზრუნებენ.