ჯარვისი - ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ცუკერბერგს სახლში "თანაშემწედ" ჰყავს (ვიდეო)

რამდენიმე ხნის წინ მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქზე“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ის ხელოვნურ ინტელექტზე - ჯარვისზე საუბრობს.

ცუკერბერგის თქმით, ჯარვისი ფაქტობრივად, მისი ოჯახის წევრია და ყველაფერში ეხმარება მას.

როგორც ვიდეოში მარკ ცუკერბერგი ამბობს, წლის დასაწყისში დაიწყო მარტივი ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც სახლის საქმეებში დაეხმარებოდა.

„ჯარვისს აპლიკაციის დახმარებით ვესაუბრები. ეს აპლიკაცია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომ გაიგოს, რა მინდა და მიხვდეს რა უნდა გააკეთოს”, - ამბობს მარკ ცუკერბერგი.

სანამ მარკს სძინავს, ხელოვნური ინტელექტი მის შვილს ართობს, რომ ბავშვმა მამა არ შეაწუხოს ძილის დროს.

„ჯარვისი ბავშვს მანდარინზე ესაუბრება. ჯარვისი აგრეთვე მეხმარება დილით მომზადებაში. მამარაგებს სუფთა ტანსაცმლით. ჯარვისმა იცის, როდის მომიმზადოს საუზმე. მიგეგმავს ვიდეოკონფერენციებს. ჯარვისს შეუძლია სახლის ჭიშკართან მოსული ხალხის ამოცნობა და მათი ავტომატურად შემოშვება და ჩემთვის შეტყობინება, რომ სტუმრები მოვიდნენ. ჯარვისს აგრეთვე შეუძლია ჩვენი საყვარელი სიმღერების დაკვრა. ჯარვისი ოჯახურ თამაშებშიც იღებს მონაწილეობას. თუ ლაპარაკი მეზარება, შემიძლია ჯარვისს უბრალოდ დავუმესიჯო. ეს ყველაფერი ძალიან დიდი მხიარულებაა, მაგრამ ჯარვისის განვითარებისთვის მეტი იდეები მჭირდება. ამიტომ, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი შემოთავაზებები”, - ამბობს „ფეისბუქის“ შემქმნელი მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში.