ამერიკული კორპორაცია McDonald's ჩინეთში თავისი ოპერაციული ბიზნესის 80%-ს ჩინური კომპანიების - Citic და Carlyle Group-ის კონსორციუმს მიჰყიდის.
"ბლუმბერგის" ინფორმაციით, "მაკდონალდსის" მაკონტროლებელი პაკეტის გაყიდვის თანხა დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
Citic-ის წილი 52%-ს იქნება, კომპანია Carlyle-ის - 28%, ხოლო თავად McDonald's-ის მფლობელობაში აქციების 20% დარჩება.
გარიგების ფარგლებში კომპანიები მიიღებენ სწრაფი კვების ამერიკული რესტორნების ფრანჩიზაზე 20-წლიან უფლებას. ახალი მფლობელები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში დამატებით 1 500 რესტორნის გახსნას გეგმავენ.