კოოპერატივი „ლაიტი“ ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საწარმოს მშენებლობას ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით განახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საგრანტო პროექტში მოპოვებული თანხის მოცულობა 84 ათასი ლარია, ხოლო კოოპერატივის თანადაფინანსებამ 28 ათასი ლარი შეადგინა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელ საწარმოში ფქვილის, ღერღილისა და საქონლის კონბინირებული საკვების წარმოება დაიწყება.