10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7403 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.47 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 11 იანვრისთვის 2.9023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 11 იანვრისთვის 0.7263 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7379 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.0116 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 11 იანვრისთვის 3.3311 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.0162 თეთრი შეადგინა.