შალვა ოგბაიძე - რას ნიშნავს საჭე გადატანილი აქვს? ვინ ამოწმებს გადატანის ხარისხს?

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავტომობილების განბაჟების შეცვლილ პროცედურას ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.

"ავტომობილების განბაჟების პროცედურა შეცვლილია(კანონიც და შესაბამისად-საგადასახადო კოდექსიც).

ჩემი ყურადღება მიიპყრო ფრაზამ(ქვემოთ არის ციტატა სრულად): ,,...მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს...''

რას ნიშნავს ,,გადატანილი აქვს''?

-ვის მიერ?

-როდის?

-რომელ ქვეყანაში?

კიდევ ერთი ,,უცნაური'' კითხვა დამებადა:

,,გადატანილი აქვს''? რომელ მიმართულებას ნიშნავს? მარცხნიდან მარჯვნივ თუ მარჯვნიდან მარცხნივ?

კიდევ ერთი შეკითხვა: ვინ ამოწმებს გადატანის ხარისხს? ხომ არ შეექმნება (მომავალში) ტექდათვალიერების დროს პრობლემა?

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი!

აი საგადასახადო კოდექსის ეს ჩანაწერი სრულად:

,საგადასახადო კოდექსი მუხლი 188. აქციზის განაკვეთები: მე-4 პუნქტი:

"ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს ამ ცხრილის მე-4 გრაფით შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)", - წერს შალვა ოგბაიძე.