2016 წელს ორაგულის მოპოვება 8,7%-ით შემცირდა.
თევზის რეწვის კომპანიების განცხადებით, ამის მიზეზი ნორვეგიასა და შოტლანდიაში ზღვის ტკიპას მომრავლება და საშიში წყალმცენარეების გავრცელებაა ჩილეში, რომელიც ორაგულის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყანაა მსოფლიოში.
როგორც გამოცემა Financial Times წერს, ეს არის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ორაგულის პოპულაციის - პირველი და ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი შემცირება.
გასული წლის პირველ ნახევარში თევზის რეწვის კომპანიებმა ჩილეში განაცხადეს, რომ ტოქსიკური მცენარეების გავრცელების გამო ორაგულის მოპოვება შემცირდა 25%-ით, ხოლო ნორვეგიაში, რომელიც ორაგულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ამ თევზის პოპულაცია შემცირდა 6%-ით. საერთო ჯამში მსოფლიოში ორაგულის მოპოვება 2016 წელს 8,7%-ით შემცირდა და 2,1 მილიონი ტონა შეადგინა.
ამასთან, ნორვეგიის ზღვის პორდუქტების საბჭოს ინფორმაციით, ორაგულზე მოთხოვნა 25%-ით არის გაზრდილი. ნორვეგიაში ერთი კილოგრამი ორაგულის ფასი 80 ნორვეგიულ კრონამდე (,9,35 დოლარი) გაიზარდა.
კოკა კვირკველია