სამწუხაროდ, ცხოვრების გაძვირებაზე მთავრობამ მოსახლეობის ყველაზე შეუძლო ნაწილი გაწირა , - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ნავთობპროდუქტების გაძვირების შეფასებისას განაცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა იმ ზომების შედეგია, რომლებიც იმ მთავრობამ დააანონსა და რომელიც 2017 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში.
”ნავთობპროდუქტების გაძვირება ისევე, როგორც ლარის გაუფასურების ტენდენცია და ასევე ზოგადად, ცხოვრების გაძვირება, რომელიც ამ წელიწადში მოხდება, პირდაპირი შედეგია იმ ზომების, რომელიც მთავრობამ დააანონსა და რომელიც 2017 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება აქციზის გადასახადის გაზრდა ნავთობპროდუქტებზე, ასევე მანქანის იმპორტზე და ა.შ. ეს ყველაფერი გამოიწვევს მთელი რიგი პროდუქციის გაძვირებას. სამწუხაროდ, ამისთვის გაწირა მთავრობამ მოსახლეობა. ყველაზე შეუძლო ნაწილი მოსახლეობის და ხელისუფლებას არ მიაჩნია, რომ ეს არის პრობლემა, არ მიაჩნია, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.