“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმას სასაცილოს უწოდებს. ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ეს ინიციატივა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ”ლარიზაციის თემა არის სასაცილო, რომელიც ერთადერთ საკითხამდე დადის, რომ თურმე ფიზიკურ პირებს 100 ათას ლარზე ნაკლები სესხი დოლარში არ უნდა მისცენ. ეს არის მთელი ფილოსოფია და ვინმეს ჰგონია, რომ ამ სასესხო შეზღუდვით ლარს რაიმე ეშველება?! ეს არის მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა, ისევე როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა მოინდომა ”გაზპრომის” თემიდან ყურადღების გადატანა ღამის კლუბებში ქართველი ბიჭების დაშვება-არდაშვების საკითხზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.