შემოსავლების სამსახურის მოძრავმა სერვისცენტრმა - RS CAR – 9 იანვარს იმ რეგიონებში დაიწყო მომსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები არ არის. მოძრავი სერვისცენტრი თვის ბოლომდე 32 რეგიონს მოივლის. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან (მიკროავტობუსი) ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებითა აღჭურვილი და იგი ყოველ დღე, სხვადასხვა რეგიონში დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე იმუშავებს.
”გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი. მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.” - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
როგორც უწყებაში განმარტავენ ”RS CAR” თვის ბოლომდე შემდეგ რეგიონებს მოემსახურება:
12.01.2017 - ტყიბული - კარლო ლომაძის მოედანი (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
12.01.2017 - ქარელი - თამარ მეფის №48, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია
13.01.2017 - ხონი - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
13.01.2017 - ადიგენი - თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
16.01.2017 - ლანჩხუთი - ჟორდანიას ქ.№135 (პოლიციის შენობის გვერდით)
16.01.2017 - ასპინძა - მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი (თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორია)
17.01.2017 - ნინოწმინდა - პუშკინის ქუჩა (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
17.01.2017 - ხულო გამგეობის შენობის წინ
18.01.2017 - დუშეთი - რუსთაველის ქ.№27 (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი)
18.01.2017 - შუახევი - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
20.01.2017 - გურჯაანინონეშვილის გამზირი №13
20.01.2017 - ქედა - დაბა ქედა, ცენტრში
23.01.2017 - ყვარელი - კუდიგორის ქ.№1 (მუნიციპალიტეტის შენობასთან)
23.01.2017 - ვანი - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია
24.01.2017 - ახმეტა - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ.№49 (გამგეობის შენობასთან)
24.01.2017 - მარტვილი - თავისუფლების №10 (მუზეუმის წინ)
25.01.2017 - სიღნაღი - დ.აღმაშენებლის მოედანი №4 (გამგეობის შენობასთან)
25.01.2017 - აბაშა - ჯორჯიკიას ქ.№3 (ლიბერთი ბანკის წინ)
26.01.2017 - ხობი - ცოტნე დადიანის 190 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია)
26.01.2017 - საჩხერე - თავისუფლების ქ.№4 გამგეობის მიმდებარედ
27.01.2017 - ხარაგაული - 9 აპრილის №15 (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
27.01.2017 - თერჯოლა - რუსთაველის ქ.№106 გამგეობის მიმდებარედ
30.01.2017 - ბაკურიანი - დაბა ბაკურიანი, თამარ მეფის ქუჩა (პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია)
30.01.2017 - ჩხოროწყუ კოსტავას №3 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია)
31.01.2017 - წალენჯიხა - გამსახურდიას №2 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია)
31.01.2017 - გუდაური - სოფ. გუდაური, ცენტრში (სუპერმარკეტი ,,სმარტის" მიმდებარე ტერიტორია)
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - დმანისის , ბაღდათის, თეთრიწყაროს, ლენტეხის, ცაგერისა და კასპის მოსახლეობას უკვე მოემსახურა.