”თეგეტა მოტორსმა“ ISO 9001: 2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი , ”თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში, რომელმაც ISO სტანდარტი დანერგა და შესაბამისად, ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ”თეგეტა მოტორსი“ ავტომობილების გაყიდვისა და მათი შემდგომი მომსახურების, სათადარიგო ნაწილების, საბურავების, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში მოღვაწეობს. სტრუქტურული რგოლების შემოწმების და სამუშაო პროცესის გაკონტროლების შედეგად კომპანიამ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი.
”თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. კომპანია მუდმივად მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული, რაზეც მეტყველებს მისი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. უმაღლესი დონის მომსახურებამ და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა განაპირობა, რომ „თეგეტა მოტორსი" პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, შემდეგ ISO 9001:2008, ხოლო დღეს უკვე ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელია.
„თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტო პროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს, ჰოლდინგი აერთიანებს 4 შვილობილ კომპანიას, კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
„თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების მიმართულებით”, -ნათქვამია ინფორმაციაში.