სოფელ აღდგომლიანთკარში კერამიკული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომლიანთკარში კერამიკული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „სამშენებლო კერამიკას“ სოფელ აღდგომლიანთკარში მდებარე 13067.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. საწარმოს ძირითადი მიმართულება ისეთი სამშენებლო მასალების წარმოება იქნება, როგორიცაა აგური, კრამიტი და ბლოკი.

კომპანია „სამშენებლო კერამიკა“ წლის განმავლობაში სულ მცირე 320 000 ცალი აგურისა და 720 000 ცალი სამშენებლო ბლოკის წარმოებას გეგმავს.

საწარმოში 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.