ფოთში მშენებარე სამშენებლო ფაბრიკაში ტანსაცმელი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის შეიკერება, როგორიც Levis, „მარკს ენდ სპენსერი“, „მავი ჯინსი“, „სელიო“ და სხვა ცნობილი ბრენდები არიან.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფაბრიკა Pelin Global-ის წარმომადგენელმა მაკა სიჭინავამ უთხრა, სწორედ აღნიშნულ ბრენდებს აწვდის წარმოებულ პროდუქციას თურქეთში მდებარე კომპანია „პელინი“.
მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათი დასრულება დაახლოებით 2-3 თვეში იგეგმება. ხოლო უშუალოდ წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც დასაქმებული ადამიანების გადამზადება მოხდება.
საწარმოში 1 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტი ქართულ-თურქული ინვესტიციით ხორციელდება.