ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 8 ნოემბერს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, ტრამპის ლიდერობის ფონზე ფიუჩერსების კოტირება ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მკვეთრად დაეცა. თუმცა დღის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა, კერძოდ, აქციების ღირებულებამ ზრდა დაიწყო, ეს ტენდენცია რამდენიმე დღე შენარჩუნდა და საშუალოდ 10%-ს მიაღწია.
როგორც გამოცემა წერს, სოროსი ელოდა ბაზრების მკვეთრ დაცემას არჩევნების მეორე დღეს და ფაქტობრივად, ზრდამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ინვესტორის ფონდის კაპიტალიზაციაზე. ნოემბერში სოროსი ფრთხილად ეპყრობოდა ბაზრებზე რყევებს, თუმცა ტრამპის გამარჯვების შემდეგ კლებაზე დაიწყო თამაში.
როგორც The Wall Street Journal წერს, ეს შეცდომა იყო, ვინაიდან ბაზარმა ზრდა განაგრძო, რამაც სოროსს ზარალი მიაყენა.